ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტი 

25 მაისი 2018, 00:00 2383 ნახვა

პირველი პრეზიდენტი რომელიც საქართველოს ეწვევა ლიეტუვას პირველი პირია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დალია გრიბაუსკაიტეს თვითმფრინავი 14 საათზე დაეშვება.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  დალია გრიბაუსკაიტე თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  პრეზიდენტის სასახლიდან ლიეტუვას რესპუბლიკის პირველი პირს პრემიერ მინისტრი უმასპინძლებს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგადაც ოფიციალური პირები დალია გრიბაუსკაიტესთან   გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობენ. დღესვე საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს ასევე  პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები ეწვევიან. 

ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია. პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე,,7  ქვეყნისა  და ევროკომისიის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეხვდებიან.  პრეზიდენტებისა და საერთაშორისო დელეგაციების მონაწილეობით პარლამენტში  გაიმართება მრგვალი მაგიდა"თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" და საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. შეგახსენებთ, თბილისის საერთშორისო აეროპორტში ლიეტუვას პრეზიდენტის დახვედრის  ცერემონია 14 საათზე გაიმართება. საიდანაც  დალია გრიბაუსკაიტეს  პრეზიდენტი  სასახლეში უმასპინძლებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი