ადაპტირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სანქციები ამოქმედდება

24 მაისი 2018, 00:00 1966 ნახვა

ყველა ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების, კერძო და საჯარო სივრცის ადმინისტრაცია, სადაც გარემო არ იქნება ადაპტირებული 2019 წლის იანვრიდან დაჯარიმდება. სანქცირების ნაწილი სწორედ 7 თვეში ამოქმედდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტული პასუხისმგებელი ორგანო.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობაზე მთავრობამ დადგენილება 2014 წელს გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ადაპტირებაში არ იგულისხმება მხოლოდ პანდუსების მოწყობა, საუბარია სველი წერტილებისა და შენობებში არსებული ნებისმიერი დანიშნულების ავეჯის ადაპტირების შესახებაც.


ცნობისთვის თანაბარ გარემოზე ზრუნვას საქართველოს ხელისუფლებას არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი, ასევე ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. რა მდგომარეობაა დღესდღეობით ბათუმში?

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში