საპატრიარქოს განცხადება ''რუსთავი 2''-ზე

24 მაისი 2018, 00:00 2272 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოიკოტი რუსთავი 2-ს - საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ  გადაცემაში მონაწილეობა.

განცხადებასა და მეუფე იობის ქადაგებას უკვე გამოეხმაურა არხის დირექტორი ნიკა გვარამია. იგი ამ განცხადების უკან კონკრეტულ ჯგუფს ხედავს, რომელსაც გავლენა აქვს საპატრიარქოში, ამბობს, რომ ამიერიდან რუსთავი 2-ის თანამშრომელზე ძალადობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დაეკისრება.

მედიისა და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.  

ცნობისთვის, მიტროპოლიტი იობის ქადაგება, რა დროსაც სინოდის წევრმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა და ასევე საპატრიარქოს განცხადება გადაცემა “არჩევანს” უკავშირდება. უფრო ვრცლად გავრცელებული განცხადებისა და გამოხმაურების შესახებ .

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი