ტატუნაშვილის საქმე - საუბარი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

24 მაისი 2018, 00:00 1555 ნახვა

“მკითხეს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე - რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს” - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში. მისივე თქმით, კარასინი ასევე გამოეხმაურა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შვეიცარიულ კომპანიასთან შეთანხმების გაფორმებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი