“ელესა” ესტონეთში მიემგზავრება. ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს კონცერტს გამართავს ტალინში.
ანსამბლის წევრები შეასრულებენ ქართულ და ესტონურ ჰიმნს,ამასთან ჩაატარებენ ქართული ცეკვების მასტერ -კლასებს. აღსანიშნავია, რომ “ელესა” ესტონეთში მეორედ მიემგზავრება, პირველად ქართული მუსიკალური ფოლკლორი ევროპელებს 33 წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს გააცნო.