“ცენტრ პოინტის” საქმე და ახალი ბრალდებები. “თეთრი მაგნოლია” ერთ-ერთი ობიექტია, რის გამოც 4 პირი პასუხისგებაში მიეცა. ცენტრ-პოინტმა ზღვისპირა ობიექტის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო, საცხოვრებელი კომპლექსი კი კომპანია “დექსუსმა” 2011-ში დაასრულა. ობიექტი ბათუმის მერიას ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ მიუღია. გამოძიება ბრალდებულებს კიდევ ორი ობიექტის თანხების გაფლანგვას ედავება. კომპანიის 2 დირექტორი დაკავებულია. მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენეს, გუკა რჩეულიშვილზე კი დევნა გამოცხადდა.