ყველაფერი ერთ სივრცეში - აჭარის მთავრობა ახალ შენობაში გადადის

21 მაისი 2018, 00:00 6514 ნახვა

აჭარის მთავრობა ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს. ამ ეტაპზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო წინადადებას შეისყიდის, რისთვისაც კონკურსი უკვე გამოაცხადა და 466 ათასი ლარიც გაითვალისწინა შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი რა დაჯდება საბოლოოდ შენობის აგება.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს ობიექტის სრული აღწერა, სადაც 22 ადმინისტრაციული ორგანო განთავსდება, მათ შორის 4 სამინისტრო, მთავრობის ა(ა)იპ-ები, შპს-ები, არსებული დეპარტამენტები და საქვეუწყებო დაწესებულებები.

მაღლივი შენობა კომახიძის ქუჩაზე აშენდება, იქ სადაც ახლა სამი სამინისტროა განთავსებული.  რა ბედი ელით გამოთავისუფლებულ ობიექტებს? რა გეგმა აქვს მთავრობას? 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი