“ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული” – განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ამის შემდეგ სწორედ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით დაუსვეს მას კითხვები.
თუმცა არამარტო ამაზე. საუბარი იყო ფაშისტური და ნეონაცისტური დაჯგუფებების აგრესიული ქმედებებისგან მოქალაქეების დაცვაზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებსა და ბერა ივანიშვილის სიმღერებზე.
ჰკითხეს ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაზე, თუმცა ძირითადი კითხვები კვლავ 12 მაისის სპეცოპერაციას, მის აუცილებლობას და შედეგს ეხებოდა.