ქობულეთის მერიის აიპი სამსახურების თანამშრომლებს ხელფასები 30 პროცენტით გაეზარდათ - გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ქობულეთის მერის მოადგილის თქმით, თანხები შემოსულობების და ეკონომიების შედეგად გამოიყო, ასევე ბიუჯეტში კორექტირების შედეგად 2 ათასი 600 ლარი გამოიყო ბალახის საცელი 2 აპარატის შესაძენად, 8 ათას 475 ლარი მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფისთვის, 35 ათასი 924 ლარი კი სანაპიროზე მდინარეების კინტრიშისა და დეხვას კალაპოტის გასწორებისთვის.
მერაბ ცინცაბაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტია განსახორციელებელი და მდინარის გასწორებისთვის ყოველ წელს თანხები არ უნდა დაიხარჯოს. გარდა ამისა, ბონდო თედორაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა შუამდგომლობა შსს-სთან, რომ 30 აპრილს ციხისძირში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაჩქარებულიყო, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.