სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობდნენ - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა. აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მისივე ინფორმაციით, აჭარაში 11 ობიექტში დაახლოებით 5 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს უკანონოდ, 4 000-მდე ადამიანი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს, თუმცა არიან ოჯახები რომლებიც ამ დრომდე ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას.