ბათუმის პირველობა ჩატარდა ქუჩის კალათბურთში

14 მაისი 2018, 00:00 2089 ნახვა

ბათუმის პირველობა ჩატარდა ქუჩის კალათბურთში. სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში 19 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე სამი საუკეთესო გუნდი  გამოვლინდა.

გამარჯვებული სპორტსმენები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და თამაშები ბონის სპორტ-დარბაზში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი ~სთრითბოლში~ ტურნირს წელიწადში ორჯერ ატარებს. საგაზაფხულო და საშემოდგომო ლიგას 15 ათასი ლარით აფინანსებს.    

ამავე კატეგორიაში