5 წლის წინ დაწყებული სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა წელს გაგრძელდება

11 მაისი 2018, 00:00 2600 ნახვა

ბულვარში სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა, შესაძლოა, 5 წლის შემდეგ დასრულდეს, ბიუჯეტიდან კი, დამატებით, 85 ათასი ლარი დაიხარჯოს. 

სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა ბათუმის სანაპიროზე 2013 წელს დაიწყო, ''ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციამ, არდაგანის ტბასთან, მოედნის მოსაწყობად 283 ათასი ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. კომპანიას მშენებლობა 2013 წლის 10 დეკემბრამდე ჰქონდა. 

ტენდერში კომპანია "გუმბათი-7" მოიგო, რომელმაც სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ 283 ათასი ლარიდან 254 ათასი ლარი გახარჯა, თუმცა მშენებლობა ვერ დაასრულა. ვადები დარღვევის გამო, ბულვარის ადმინისტრაციამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და სანქციებიც დააკისრა. 

კომპანია ერთი წლის განმავლობაში შავ სიაში აღმოჩნდა და როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, ჯარიმებიც გადაიხადა.  

თუმცა, ბათუმის ბულვარში, ტურისტულ ადგილზე, 5 წლის შემდეგაც სკეიტბორდის მოედანი დაუსრულებელია. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წელს მოედნის აღდგენა და დასრულება იგეგემება, პროექტი უკვე მზად არის, რომელიც ლითონის მოაჯირების მონტაჟს, უსაფრთხოების ზომების დაცვასა და წლების განმავლობაში, მიტოვებული მშენებლობის სარესტავრაციო სამუშაოებს გულისხმობს. 

რესტავრაცია ბიუჯეტს დამატებით 85 ათასი 867 ლარი დაუჯდება. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი