შუახევში შიდა სასოფლო გზების კეთიმოწყობა გრძელდება. სოფლებში ნიგაზეულსა და ნაღვარევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. გზები მოწესრიგდება ბრილში, ხაბელაშვილებსა და შუბანში. სამუშაოებისთვის შუახევის მერია 320 ათას ლარს დახარჯავს. მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობას აჭარის საგზაო დეპარტამენტიც ახორციელებს, რისთვისაც დეპარტამენტმა 11 მილიონამდე ლარი გამოყო.
გზები შუბნის, ნიგაზეულისა და ზამლეთის მიმართულებით მოწესრიგდება. ამის გარდა მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებისთვის, 400 ათასი ლარი ცინარეთის სარწყავი არხის კეთილმოწყობისთვის, მილიონი ლარი კი ბეტონის საფარი დაგებისთვის. ორი ახალი ხიდი აშენდება სოფელ ლაკლაკეთსა და დღვანში.