“ძალა ევროპაშია”

05 მაისი 2018, 00:00 2038 ნახვა

რუსული პროპაგანდა, ევროინტეგრაცია და ევროპასთან დაკავშირებული საკითხები – ევროკლუბის წევრებთან შეხვედრა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრებმა გამართეს. ,,ძალა ევროპაშია” –კამპანია რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა” და კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“აწარმოებს  ერთ წელს ითვლის.

კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მესამე სექტორი ამ გზით ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების უფრო მეტი მხარდაჭერა გვქონდეს და შესაბამისად მეტად განვითარდეს ქვეყანა ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით. კამპანიის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი