ვეს მიტჩელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

01 მაისი 2018, 00:00 1683 ნახვა

დღეს ვარ საოკუპაციო ხაზთან, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია 2008 წლის მოვლენები- განაცხადა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ვეს მიტჩელი  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ოძისში საგარეო საქმეთა მინისტრთან  ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, აშშ არ აღიარებს გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, როგორც მიტჩელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოს და მისი უსაფრთხოების ერთგულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი