კვირიკაშვილი: ''ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ვიქნები''

01 მაისი 2018, 00:00 2131 ნახვა

სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის”-აცხადებს  პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიისთვის კარგია.

პრემიერის თქმით,  ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა უნდა მოემზადოს უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი