ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს ადგილობრივი დაჯგუფების მიერ დაკავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე დღეს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სოსლან კაკაბაძე ცრუ ბრალდებით იყო დაკავებული და არანაირ დანაშაულის ბრალი არ მიუძღვის. ლიბიური მხარე ტანკერს კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას ედავებოდა. თავდაპირველად 4 მეზღვაური დააკავეს, მათგან ერთმა ლიბია რამდენიმე თვის წინ დატოვა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება კიდევ ორი ქართველი მეზღვაური მათი საქმის არსებითი განხილვა 20 მაისსაა ჩანიშნული.