''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ხელვაჩაურში ბოიკოტის რეჟიმში მუშაობენ

25 აპრილი 2018, 00:00 2568 ნახვა

ხელვაჩაურში ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები ბოიკოტის რეჟიმში მუშაობენ. ისინი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი გუნდის წევრებს ულტიმატუმს უყენებენ და აიპებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

მიშა ბოლქვაძის განმარტებით, მოთხოვნების შესრულებამდე სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ. ​ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს წევრებს საკითხზე მსჯელობისაკენ მოუწოდებდნენ. ​

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები კომისიის სხდომებს ესწრებიან.

ხელვაჩაურის საკრებულოს მორიგი  სხდომა დღეს იმართება. დეპუტატები 10 საკითხზე იმსჯელებენ.

ერთერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების აღრიცხვა და მისი აღდგენაა. პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 ათასამდეა, სახურავებს უსასყიდლოდ გამოუცვლიან. ხარჯებს 100% ხელვაჩაურის მერია დაფარავს. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც 65 000-დან 150 000 ქულა აქვთ მინიჭებული, 70%-იან დაფინანსებას მიიღებენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში