ხვალ, ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციაა დაგეგმილი, რომელზეც ბათუმის ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი და განახლებული ბიუროს წევრები უნდა აირჩიონ. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებას” ბათუმში ლაშა კომახიძე ჩაუდგება სათავეში.
ბოლო 2 წლის განმავლობაში კი საქალაქო ორგანიზაციას ირაკლი ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა. მას უფლებამოსილების ვადა 24 თებერვალს ამოეწურა. მმართველი პარტიის შეკრებაზე პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. შეხვედრას სხვა პარტიული ლიდერებიც დაესწრებიან.