სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი - სახელმწიფოს სტრატეგია დიაბეტის წინააღმდეგ

20 აპრილი 2018, 00:00 2182 ნახვა

შაქრიანი დიაბეტის შემთხვევების სტატისტიკა და შესაძლო განმაპირობებელი ფაქტორები – არაგადამდები დაავადებების, უპირველეს ყოვლისა კი დიაბეტის კონტროლის ეროვნული გეგმის თანახმად პირველ და უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ჯანსაღი კვება სახელდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯერ კიდევ 2014 წელს მოუწოდებდა მთავრობას დანერგოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გადაჭარბებული, ან არასაკმარისი კვების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს მოქალაქეებს.

შაქრიანი დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი საკვებში ტრანს-ცხიმების გადაჭარბებული დოზაა, რომლის კონტროლიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს დაიწყო. ანუ მას შემდეგ რაც მოთხოვნა ევროკავშირმა დაგვიწესა, უფრო კონკრეტულად კი ასოცირების შეთანხმება არაგადამდებ დაავადებათა პრევენციას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასა და საკვები პროდუქტების კონტროლს ითვალისწინებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი