ღამის მარათონის გამო ხვალ ბათუმის ქუჩების ნაწილი გადაიკეტება

20 აპრილი 2018, 00:00 2668 ნახვა

ხვალ ბათუმი საერთაშორისო ნახევარმარათონს უმასპინძლებს. გარბენში საერთაშორისო დონის სპორტსმენები და მსოფლიო მარათონების მონაწილეები ჩაერთვებიან. ქალაქს 32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვევა.

Great Batumi Night Race​-ს არაერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს, მიზანი ქველმოქმედება და ბათუმის პოპულარიზაციაა. მართონთან დაკავშირებით ხვალ საღამოს 7 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.

მსგავსი მასშტაბის გარბენს პატრულირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს, პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ მანქანების ნაკადების სხვა ქუჩებზე გადართვას.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი