ბათუმის მერიის ა(ი)პი "ბათუმის კორპუსმა", რომელიც 2018 წლის 16 მარტს, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა, 5 ტენდერი შეწყვიტა, მათ შორის ერთზე გამარჯვებული კომპანია გამოვლენილი იყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' - წევრი, ტენდერების გაუქმებისთვის ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს პასუხს სთხოვს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მერიას გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ რატო გაახსენდა, რომ ბათუმის კორპუსი 1 მაისიდან უქმდებოდა. "ალბათ არ მოსწონდათ გამარჯვებული და მაგიტომ გააუქმეს" - ფიქრობს ქამადაძე.
იურისტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ კანონის 7 მუხლი უშვებს შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების დადებამდე ტენდერის შეწყვეტის შესაძლებლობას. "ხელშეკრულების გაფორმებამდე, კანონი უშვებს ტენდერის შეწყვეტის ალბათობას, რომელიც გამოწვეული იქნება ობიექტური და გამომცხადებლისგან დამოუკიდებელი გარემოებების მიზეზით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო თუ არა ობიექტური მიზეზი, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი" - აცხადებს აჭარის მაუწყებელთან იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.