ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დიდი ნაწილი სურსათის უვნებლობას ეთმობა. 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოო შედეგის მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ამაზე მეტყველებს ფაქტები, რომლებიც ხშირად ფიქსირდება, ერთ-ერთი ბოლო კი სოსისში, მაკარონსა და სხვადასხვა პროდუქტში მატლების აღმოჩენაა.
ცნობისთვის, გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებს კვებითი ინტოქსიკაციით 9 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რაც, რა თქმა უნდა არ უკავშირდება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს. კონტროლის მექანიზმები და მომხმარებელთა უფლებები?