''ბათუმის გახდება მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი'' - ლაშა კომახიძე

18 აპრილი 2018, 00:00 2338 ნახვა

ბათუმის მერი მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების 2018-2021 წლების გეგმას დღეს საზოგადოებას აცნობს. 240 გვერდიან დოკუმენტში ათი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა გამოყოფილი. გეგმაში აქცენტირებულია თვითმმართველობის ფუნქციის გაზრდა, ეკონომიკის, განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროს, ასევე მუნიციპალური სერვისების განვითარება.

სახელმძღვანელო დოკუმენტზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა პირველად შეიქმნა. ბათუმი კი გახდება მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი.

ბათუმის მერი გეგმას დასამტკიცებლად საკრებულოს პარასკევს, 20 აპრილს წარუდგენს.

ლაშა კომახიძე მზად არის საზოგადოების მოსაზრებები მოისმინოს. ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შენიშვნები დოკუმენტში აისახება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში