ზღვამ ერთდროულად ორი მკვდარი დელფინი გამორიყა

18 აპრილი 2018, 00:00 2987 ნახვა

‘’გონიოდან-ურეკამდე დრეიფი 4 დღის განმავლობაში - აქამდე ასეთი რამე არ დაგვიფიქსირებია’’ - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. არჩილ გუჩმანიძე მკვდარი ძუძუმწოვრის ფოტოსაც აქვეყნებს.

დღეს ორი მკვდარი დელფინი ზღვამ ურეკის სანაპიროზე გამორიყა.

არჩილ გუჩმანიძის თქმით, 14 აპრილს დეპარტამენტში სანაპირო ზოლში ორი მკვდარი დელფინის შესახებ შეტყობინება შევიდა. 15 აპრილს, ეს ორი ზღვის ძუძუმწოვარი ბათუმის, ხოლო 16 აპრილს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე შენიშნეს. 17 აპრილს კი სანაპირო ზოლში მოდრეიფე დელფინები ქობულეთში ნახეს.

წელს შავი ზღვის აკვატორიაში მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 

ფოტო არქივი.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, სანავიგაციო ტრავმა, ტოკსიკოპათოლოგიური ფაქტორი.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი