ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტსა და სადახლოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა ასევე 8 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანას აღნიშნული პირები, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებით ცდილობდნენ.
მანქანებისა და ფიზიკური პირების დათვალიერებისას, 136 აბი და 58 კაფსულა ნარკოტიკული, 30 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი და 34,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცათ.