ბათუმში ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა

16 აპრილი 2018, 00:00 2946 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი კი ტროტუარზე გადავიდა, სადაც სავაჭრო ობიექტია. მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილას ხშირად ბავშვებიც იმყოფებიან. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთი გაჩერებული ავტომობილიც დაზიანდა. 

ავარიის დროს სამი მოქალაქე დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას მოტეხილობები აქვს. მძღოლი კი შეშინებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.  მოქალაქეები კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი