ოფროუდ თრიალში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს ხელვაჩაური. რალში მონაწილე ავტომობილები ტექნიკურად უკვე დაათვალიერეს. ამ ეტაპზე ოფროუდში მონაწილე 15 მსურველია რეგისტრირებული.
ავტორბოლა სოფელ ჭარნალიდან აიღებს სტარტს და ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრება დაუსახლებელ პუნქტში გაიმართება. ავტორბოლაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან მათ, შორის მსურველებს თურქეთიდან და სომხეთიდან ელოდებიან.