კოალიციური  ძალების  საჰაერო  თავდასხმა

14 აპრილი 2018, 00:00 2118 ნახვა

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელეს. დასავლეთის კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სირიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.  ბრიტანულმა, ამერიკულმა და ფრანგულმა თვითმფრინავებმა ჰომსის მახლობლად სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში.  სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების კურსის შეცვლა შეძლეს - ირწმუნება სირიის არმიის გენშტაბი. 

თუმცა ერთ-ერთი აფეთქდა, რამაც სამი მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება გამოიწვია.  სირიის არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ავიადარტყმების შედეგად არ არის მსხვერპლი, მხოლოდ მატერიალური ზარალია მიყენებული.  13 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ქალაქ დუმაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ სირიაზე საჰაერო დარტყმების მიტანის შესახებ ბრძანება გასცა.  ამერიკელი ლიდერის გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც შეუერთდნენ. 14 აპრილს  კოალიციურმა ძალებმა  დამასკოზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი