ოპოზიციის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას განიხილავს

13 აპრილი 2018, 00:00 2058 ნახვა

რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განიხილავს-აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი. მანანა ნაჭყებიას ინფორმაციით,  არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

ნაჭყებიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე თავად პრეზიდენტ მარგველაშვილთან გეგმავენ შეხვედრას. თუ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მას მხარს დაუჭერენ. 

ამავე კატეგორიაში