პირველი ქართული კოსმიური ობიექტი

11 აპრილი 2018, 00:00 2843 ნახვა
1999 წლის  16 ივლისს , 19 საათსა  და  37 წუთზე   ბაიკონურის კოსმოდრომის  1 მოედანზე,  რაკეტა - მატარებელმა  - „სოიუზ’ -მა განახორციელა სტარტი კოსმოსური ხომალდის  „პროგრეს-42-ის“ ორბიტაზე გასაყვანად.

კოსმოსური ხომალდის ბორტზე ირიცხებოდა სამეცნიერო ტვირთი - „რეფლექტორი“.
 
აფრენიდან 8 წუთისა და 48 წამის შემდეგ ,კოსმოსური ხომალდი „პროგრეს-42-ი , ჩამოსცილდა  რაკეტა მატარებელს  და ორბიტაზე გავიდა   ..   ქართული კონსტრუქციაც  პირველად მოხვდა კოსმოსში.

1999 წლის 23 ივლისს ორბიტალურ სადგურზე, ღია კოსმოსურ სივრცეში დაწყებული  პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოცდა,  28 ივლისს წარმატებულად დამთავრდა.
 
კოსმოსური ობიექტის  გენერალური კონსტრუქტორი,    საქართველოში  კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო სამეცნიერო დარგების ფუძემდებელი - ბათუმელი  ელგუჯა მეძმარიაშვილი გახლავთ. 

აღსანიშნავია , რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დაპროექტდა და დამზადდა საქართველოში . გარდა ამისა , კოსმოსური ობიექტის „რეფლექტორის’’  წინასაფრენოსნო საქარხნო  და სასტენდო გამოცდები ასევე საქართველოს ტერიტორიაზე  ჩატარდა.
   
1999 წლის შემდეგ , საქართველოში  ყოველი წლის 23 ივლისი  აღინიშნება როგორც   „ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე’’ 
    
ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის  კადრები, კოსმონავტების  ინტერნაციონალური  ჯგუფის გენერალმა, ფრანგმა  ჟან-პიერ ენიერემ  ასახა. ამ ფოტო არქივის ნახვა ,ბათუმელებს  20 აპრილის ჩათვლით ,   ბათუმის ხელოვნების მუზეუმში შეუძლიათ .

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი