კერი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

07 ივლისი 2016, 00:00 3208 ნახვა

ჯონ კერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ევროინტეგრაციის პროცესსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიის განვითარების საკითხებს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. დავით უსუფაშვილის თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ.

ამავე კატეგორიაში