"ნუ მიმახინჯებთ ესკიზებს"-9 აპრილის მემორიალის კონკურსში გამარჯვებული ესკიზის ავტორი ბათუმის მერიას მიმართავს გაუქმოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალი უნდა განათავსოს.
მიზეზად თეიმურაზ მახარაძე კომპანიის არაკომპეტენტურობას ასახელებს. ავტორი ირწმუნება რომ „დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლი“ სამუშაოებს არაჯეროვნად შეასრულებს. მოქანდაკე აცხადებს, რომ ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი, რომლის ესკიზის ავტორი ასევე თავადაა, აღნიშნულმა კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. მერიაში საპასუხო კომენატრი ჯერ არ გაკეთებულა.