ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში

07 აპრილი 2018, 00:00 1810 ნახვა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დღეს ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. ქრისტიანები ცეცხლს “ჭეშმარიტების ნათელს” უწოდებენ, რაც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.

გადმოცემით სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრიარქ ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა კი ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. ლიტანიობა დღეს დაახლოებით 13 საათზე დაიწყება რა დროსაც პატრიარქი ტაძარში შევა. იესო ქრისტეს საფლავზე გადმოსული ცეცხლი რამდენიმე წუთის განმავლობაში არ არის მხურვალე და ხელს არ წვავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი