ფერიის სასაფლაომდე მისასვლელი მარშრუტი 2 დღით იცვლება

06 აპრილი 2018, 00:00 1975 ნახვა

8 და 9 აპრილს, ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი მარშრუტი იცვლება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალმხრივად შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ბაგრატიონისა და შავშეთი ქუჩების კვეთიდან - მესხის და გოგოლის ქუჩების გავლით, მაიაკოვსკის ქუჩამდე. 

ასევე სადღესასწაულო დღეებში, კვირას და ორშაბათს დილის 7-დან 23 საათამდე 11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ავტობუსი, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი