მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 

05 აპრილი 2018, 00:00 2395 ნახვა

ბათუმის პორტში 4 მოშიმშილეს დღეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ორი მათგანი უკვე კლინიკაშია გადაყვანილი. დანარჩენების მდგომარეობას კი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები ადგილზე ეცნობიან.შიმშილობის მეოთხე დღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

ბათუმის საზღვაო სანაოსნოს თანამშრომლებსა და ყაზახურ მხარეს შორის დაწყებული მოლაპარაკება დროებით შეწყდა. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის განახლდება აუდიენცია. ყაზახური კომპანიის წარმომადგენლები სიტუაციის გასაცნობად ბათუმში ჩამოვიდნენ. პროცესებში ჩართულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომას ითხოვენ და დაგეგმილ რეორგანიზაციას ამ ფორმით აპროტესტებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი