ბათუმში ბიზნეს ვორქშოფი „ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართა. შეხვედრას პოლონეთის ქვემო სილეზიის ვიცე მარშალი დაესწრო. ივონა კრავჩუკთან ოფიციალური შეხვედრა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა გამართა.
რამაზ ბოლქვაძემ სტუმარს და დელეგაციას რეგიონის საინვესტიციო, ტურისტული, ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გააცნო. შეხვედრის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა.