საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა რამდენიმე ახალი ინიციატივის გაცნობით დაიწყო. ერთ-ერთია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.
გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ქვეყანაში ეკონიმიკური ზრდის ტენდენციას. პრემიერის ინფორმაციით, თებერვლის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. ისაუბრა გაზრდილ ტურისტულ მაჩვენებელზე. ასევე აღნიშნა, რომ სკოლის მანდატურების საქმიანობის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს. მთავრობის სხდომის დეტალებით, თბილისიდან ნათია კოპალიანი გვიერთდება