აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს საქართველოს პარლამენტის 4-მა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დეპუტატებს შენიშვნები არ ჰქონიათ. საკომიტეტო განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალაც გაგრძელდება, საბოლოოდ კი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა.
ცვლილებები ძირითადად რეგიონის მთავრობის ფორმირების წესს, ასევე მთავრობის კონტროლის მექანიზმს ეხება, უცვლელი რჩება საარჩევნო სისტემა. იცვლება განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილების ნუსხა.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ რეგიონში სამინისტროების შექმნა, ასევე მინისტრების დანიშნვა ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი.