გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ამერიკაში აქტუალური გახდა კითხვა: რამდენად უსაფრთხოა მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალებზე დასწრება.
მასობრივი მკვლელობა, სროლა, ავტომობილების ადამიანებზე შეჯახება - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ამგვარი თავდასხმების შემდეგ ფესტივალების მოყვარულებიც განსაკუთრებით ფრთხილობენ და პოლიციელებიც.
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე მოგვიყვება, როგორ ემზადება ამერიკა ფესტივალების სეზონისთვის.