ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

01 აპრილი 2018, 00:00 1701 ნახვა

ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას  მრავლობითი ტრამვები აღენიშნება. ნათია ნუცუბიძის თქმით,   დაშავებულს ხვალ  ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.  

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, მძღოლი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. პაციენტი შემთხვევიდან მალევე ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს,  შემდეგ კი  მისი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყვანა გახდა საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ   საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 1- ელი ნაწილით აღძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი