„ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ პროექტის ფარგლებში აჭარაში ესტონელი ექსპერტები იმყოფებიან. „ქალთა საინფორმაციო რესურს - ცენტრის” წარმომადგენლები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საჯარო უწყებებში დასაქმებულ ქალებს შეხვდნენ და მათ ქართულ-ესტონური გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტის ფარგლებში გაიმართა “მრგვალი მაგიდა” რომელსაც მედიისა და “ქალთა უფლებების” დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.