რატომ თქვა უარი უმრავლესობამ დღის წესრიგში ქუჩის სახელის ცვლილების საკითხი დამდგარიყო

30 მარტი 2018, 00:00 1955 ნახვა

რატომ თქვა უარი ბათუმის საკრებულომ ემსჯელა საკითხზე, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე ტატუნაშივლის სახელის მინიჭებას გულისხმობდა.

დღეს, 30 მარტს, ''ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს სხდომაზე ინიციატივით შევიდნენ, რომ ბათუმში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის ქუჩა ტატუნაშვილით ჩანაცვლებულიყო

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა "ქართული ოცნებიდან" ინდივიდუალურად განმარტებები არ გააკეთეს, თუმცა სხდომაზე აცხადებდნენ, რომ საკითხის დღის წესრიგში ჩასმა პროცედურული დარღვევა იქნებოდა.

ასევე, მიზეზად მმართველმა გუნდმა მოსახლეობის აზრის გამოკითხვა დაასახელა. ​"თემაზე ჯერ კომისიის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, ასევე საჭიროა მოქალაქეების გამოკითხვა და მათი აზრის გათვალისწინებაც" - თქვეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. 

საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ კი არ დამალა გაღიზიანება იმის თაობაზე, რომ საკითხის დღის წერიგში ჩასმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა. 

"თქვენმა პარტიამ არც პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მხარი არ დაუჭირა ტატუნაშვილის რეზოლუციას, აქ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის განცხადებები გაუგებარია" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

სხდომის შემდეგ დამატებითი განმარტებებიც გაკეთდა. 

"ტატუნაშვილი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სიმბოლო გახდა მტერთან შეურიგებლობის და გაუტეხლობის. ჩემდა გასაოცრად,"ქართული ოცნება", თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, საკითხის დღის წესრიგში დაყენების წინააღმდეგია" - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ

სულიკო თებიძემ კი აღნიშნა, რომ "ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით აუცილებელია, მაგრამ ასე ნაჩქარევად, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მისთვის მიუღებელია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი