მილის დაზიანების გამო 30 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

28 მარტი 2018, 00:00 14472 ნახვა

ბათუმსა და ხელვაჩაურში 30 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ”სოკარ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ს.მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ცენტრალური მილი დაზიანდა, რამაც გაზმომარაგებაში შეზღუდვები გამოიწვია.  

''ამ წუთებში, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ, 29 მარტს, დილიდან აღუდგებათ'' - აცხადებენ კომპანიაში.

გაზის გარეშეა დარჩენილი ბათუმის, ხელვაჩაურისა და სარფის ნაწილი. კონკრეტულად კი, აბონენტები გაითიშა მამია ვარშანიძის, ბაგრატიონის, სულაბერიძის, სააკაძის, თავდადებულის, სევასტოპოლისა და სულხან-საბა ორბელიანი ქუჩებზე.

შეზღუდვები ნაწილობრივ შეეხო 26 მაისისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე მცხოვრებლებსაც. ასევე, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება აბონენტებს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მიმდებარე ჩიხებში.

''სოკარ ჯორჯიას' წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ურჩევენ გაზის ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ. ბუნებრივი აირის აღდგენის შესახებ ისინი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ. ასევე, ხვალ, 29 მარტს, კომპანიის თანამშრომლები სხვადსხვა უბნებში მივლენ და მოქალაქეებს ადგილზე გააფრთხილებენ. 

ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმში 1800-მდე აბონენტს 26 მარტსაც შეუწყდა. მაშინაც მიწისქვეშა კომუნიკაციებზე მომუშავე კომპანიამ ცენტრალური მილი დააზიანა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი