ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

27 მარტი 2018, 00:00 1662 ნახვა

ჟენევაში გაეროს შენობაში ქართული დელეგაცია აშშ-ს წარმომადგენელებს ხვდება.  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ხვალ მუშაობა ჯგუფებში გაგრძელდება. ორმხრივი კონსულტაციები უკვე გაიმართება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანათავმჯდომარეებთან.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, ქართული მხარე ყურადღებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე გაამახვილებს.  

განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. 

ამავე კატეგორიაში