თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

27 მარტი 2018, 00:00 3321 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვარს საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეზღუდვების გარეშე კვეთენ. რეგულაციები, რომელიც თურქულმა მხარემ სასაზღვრო პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით 2018 წლიდან შემოიღო, საქართველოს მოქალქეებისთვის დროებით შეჩერებულია. აჭარის მთავრპობის თავმჯდომარის განცხადებით მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება.

ზურაბ პატარაზე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვები არ დაწესდება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკითხი ორივე ქვეყნის ინეტრესს ეხება. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის შედგა. რეგულაციები, რომელიც თურქულმა მხარემ, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე პირველი იანვრიდან შემოიღო მხოლოდ 90 დღიან უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს და მოქალაქეს საზღვრის კვეთას 24 საათის განმავლობაშიც კი  სრულ ერთ დღედ უთვლის.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი