ხვალ, 27 მარტს, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, არ იწვიმებს. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა კი +24 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ხულოშიც ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ხულოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება შუახევსა და ქედაში, სადაც მოსალოდნელია +18 და +21 გრადუსი სითბო.
ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება.