ბათუმის დრამატული თეატრის რეაბლიტაცია

05 ივლისი 2016, 00:00 4209 ნახვა

ფონდი "ქართუს" წარმომადგენლებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. თეატრში იცვლება სცენა, მონტაჟდება გაყვანილობისა და განათების ახალი სისტემები. პროექტის ღირებულება 7 მილიონ 350 ათასი ლარია. ფონდის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სამუშაოები მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. პარალელურად ფონდი, აჭარის მწერალთა კავშირის შენობის რეაბილიტაციასაც ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 725 ათასი ლარია. რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში