მარინა ვაშაყმაძე აჭარის ტელევიზიის და რადიოს გუნდის წევრი გახდა

21 მარტი 2018, 00:00 8372 ნახვა

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე შემოუერთდა.

ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების  განვითარება და სამაუწყებლო პროცესების კიდევ უფრო ხარისხიანად გამართვაა.

ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი აქცენტები იქნება:

  • მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების სამაუწყებლო წარმოების ზედამხედველობა და კონსულტაციების გაცემა, მუშაობის ხარვეზების გამოვლენა და ცვლილებების დოკუმენტის მომზადება
  • თითოეული პლატფორმისათვის სამაუწყებლო კონცეფციების შედგენა და მართვის პროცესების განახლებაში მონაწილეობა, შეფასება და კონტროლი
  • მაუწყებლის შიდა ტრენინგების ჩატარება, ადმინისტრირება და კონტროლი
  • დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობა.

 

2006 – 2018 წლებში მარინა ვაშაყმაძე RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. იგი 25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა თუ გადაცემის ავტორი, წლების განმავლობაში იყო რამდენიმე მედისაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 

მარინა ვაშაყმაძე პირველი ქართული საერთაშორისო სწავლების ინიციატორია, საქართველოში ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების ასამაღლებლად. წლების განმავლობაში იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავკასიაში.  ICFJ არის ვაშინგტონში არსებული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას მთელ მსოფლიოში.

პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან ერთად,  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.  

დღეიდან, მარინა ვაშაყმაძე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონსულტანტია.

ამავე კატეგორიაში