აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მესამე მოსმენით კენჭი უყარეს. პროექტს მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს 14-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის “წარმომადგენლებს არ მიუღიათ. ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.